|
2020-02-24 17:09:07, 1856 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე IPSOS-ის კვლევაზე: 39%-ს ვეპოტინებით თურმე, თქვენ წარმოიდგინეთ რეალური შედეგი რა არის?!
„39%-ს ვეპოტინებით თურმე, თქვენ წარმოიდგინეთ რეალური შედეგი რა არის?!“, - ასე ეხმაურება უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ფრანგული ორგანიზაცია IPSOS-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ რეალური რეიტინგი კიდევ უფრო მაღალია. „ისინი წარმოგვიდგენენ კვლევებს და არ წარმოგვიდგენენ მოსაზრებებს, რომლის მიხედვითაც „ქართულ ოცნებას" 18%; 20%; 25%; 30 %-იანი მხარდაჭერა აქვს. დღეს აღმოჩნდა, რომ მათი კვლევით, 34 და 39%-საც ვეპოტინებით თურმე. თქვენ წარმოიდგინეთ რეალური შედეგი რა არის, რა რეალური რეიტინგი აქვს „ქართულ ოცნებას" როდესაც ისინიც კი, 34-39%-ზე საუბრობენ. სერიოზულად რომ ვისაუბროთ IPSOS-ის კვლევის შედეგებზე, ჯერ რამდენიმე კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. საინტერესოა, ისევე, როგორც წინა შემთხვევაში - კვლევის შედეგები ფრანგულმა IPSOS-მა გამოაქვეყნა თუ რუსულ-უკრაინულმა IPSOS-მა, რომელმაც წინა შემთხვევაში გვითხრა, რომ ხალხის მხოლოდ 18% ამბობდა რომ „ქართული ოცნება" გაიმარჯვებდა. ახლა რატომღაც 34% თუ 39%-მდე გაიზარდა. ზუგდიდის არჩევნების წინ, მათ 18%-იანი ირიბი მონაცემი დადეს. აქედან ალბათ დასკვნა ძალიან მარტივია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ვინ ჩაატარა საველე სამუშაოები. წინა შემთხვევაში არ გაგვიმხილეს. იქნებ ახლა მაინც გაამხილონ, რომელმა ორგანიზაციამ ჩაატარა საველე სამუშაოები - ნაციონალური მოძრაობის ორგანიზაციებმა თუ რომელიმე სხვა დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ", - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ცნობისთვის, ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით ფრანგულმა ორგანიზაცია IPSOS-მა კვლევა ჩაატარა, რომლის თანახმად, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს გამოკითხულთა 34% ხმას „ქართულ ოცნებას მისცემდა, 29% - „ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო 10% - „ევროპულ საქართველოს“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)