|
2020-02-24 16:23:15, 1860 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე - არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ კორპუსში ნაპოვნ იარაღს მის ბინასთან კავშირი არ აქვს
უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნუცუბიძის პლატოზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ნაპოვნ ცეცხლსასროლ იარაღს არჩილ თალაკვაძის ბინასთან კავშირი არ აქვს. მისი თქმით, ერთ-ერთი არხი დილიდან ავრცელებს ინფორმაციას, რომ არჩილ თალაკვაძის ბინაში რაღაც მოხდა, რაც ქართული მედიის დღის წესრიგის შექმნის ბინძური მცდელობაა. „ჩემთვისაც რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ ცეცხლსასროლი იარაღი აღმოჩნდა ერთ-ერთ სადარბაზოში, პარლამენტის თავმჯდომარის ბინის მიმდებარედ, მეზობლად. ერთ-ერთი არხი დილიდან გადმოგვცემს და ეუბნება საზოგადოებას, რომ არჩილ თალაკვაძის ბინაში რაღაც ხდება. ეს არის ჩვენი მედიის ნაწილის დღის წესრიგის შექმნის ძალიან ბინძური მცდელობა, რაც ძალიან სამწუხაროა. გამოძიება თავისას იტყვის, იქ რატომ დააგდო ვიღაცამ იარაღი და ა.შ. ყოველ შემთხვევაში არჩილ თალაკვაძის ოჯახთან და ბინასთან ამას არანაირი შეხება არ ჰქონია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, პარლამენტის თავმჯდომარის საცხოვრებელი კორპუსის პირველ და მეორე სართულებს შორის სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღი იპოვა და ამის თაობაზე პოლიციას აცნობა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)