|
2020-02-24 11:58:11, 1125 ნახვა
კომენტარი
კალაძე ოპოზიციასთან მოლაპარაკებებზე - რამდენიმე პარტიამ შეხვედრის სურვილი გამოთქვა, მზად ვართ ყველას შევხვდეთ
„რამდენიმე პარტიამ შეხვედრის სურვილი გამოთქვა, ჩვენ მზად ვართ ყველას შევხვდეთ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერამა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, თუ ოპოზიციასთან საარჩევნო სისტემაზე კონსენსუსი მოკლე დროში არ მიიღწევა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არსებული სისტემით ჩატარდება. „ძალიან მნიშვნელოვანია მოლაპარაკებები. ჩვენ, მმართველმა გუნდმა დავადასტურეთ ის და ღიად განვაცხადეთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის. შესავამისად, თუ რა შეთანხმება იქნება და როგორი საარჩევნო სისტემა იქნება, გადაწყვეტილება იქნება მიღებული მას შემდეგ, რაც დიალოგი გაიმართება. თუ ვერანაირი შეთანხმება ვერ მოხერხდა და ვერ მოხდა რაღაც კონსენსუსის მიღწევა, მაშინ, რა თქმა უნდა, არჩევნები ჩატარდება არსებული საარჩევნო სისტემით. ჩვენი სურვილია, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან მოხდეს შეხვედრა, როგორც ყველა ერთად, ასევე ცალკეულ პარტიასთან თუ ექნებათ სურვილი ინდივიდუალურად. რამდენიმე პარტიამ გამოთქვა სურვილი. ჩვენ მზად ვართ ყველას შევხვდეთ. ძალიან მალე უნდა დამთავრდეს საარჩევნო სისტემაზე მსჯელობა და გარკვეული შეთანხმების მიღწევა, რადგან სხვანაირად ცვლილებების განხორციელება გახდება შეუძლებელი”, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)