|
2020-02-20 16:15:36, 1142 ნახვა
კომენტარი
ბოკერია - გასაკვირი არ არის, რომ ივანიშვილის მმართველობის პირობებში კორუფციის ზრდას ვხედავთ
„გასაკვირი არ არის, რომ ივანიშვილის მმართველობის პირობებში კორუფციის ზრდას ვხედავთ“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში კორუფციის თვალსაზრისით მდგომარეობა არსებითად გაუარესდა. „მდგომარეობა კორუფციის თვალსაზრისით ივანიშვილის მმართველობის პირობებში არსებითად გაუარესდა, ეს ბუნებრივია, რადგან მისი საჯარო სლოგანი იყო იმის თქმა, რომ თურმე ჩვენი ბუნებაა ჩაწყობა და ახლობლების და ნეპოტისტების დაწინაურება, რაც არის კორუფციის მთავარი სიმბოლო. ეს ძალიან მანკიერი საბჭოთა ჭაობის დამახასიათებელი ღირებულებების დემონსტრირება იყო მისი მხრიდან, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ჩვენ ვხედავთ კორუფციის ზრდას. ლოგიკურად მართლაც არის, მაგრამ ამ პირობებში არ ვიცი პილიტიკურად რამდენად რეალისტურია“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. ცნობისთვის, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ პარლამენტში ანტიკორუფციული დროებითი კომისიის შექმნას ითხოვენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)