|
2020-02-20 10:34:09, 938 ნახვა
კომენტარი
მერაბიშვილი - ჩემი უახლოესი მეგობრები სამწუხაროდ, სხვადასხვა პარტიაში არიან, მე ყველას შევხვდები და მივიღებ გადაწყვეტილებებს
„ჩემი უახლოესი მეგობრები სამწუხაროდ, სხვადასხვა პარტიაში არიან, მე ყველა მათგანს შევხვდები და მივიღებ გადაწყვეტილებებს“, - ამის შესახებ ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ის პოლიტიკური გეგმების შესახებ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება. „მახარებს, რომ პრაქტიკულად, მთელი ოპოზიცია არის ერთიანი და ვფიქრობ, ამ ერთიანობით ჩვენ დავამარცხებთ არსებულ რეჟიმს. კონკრეტულ პარტიასთან დაკავშირებით იცით, რომ აქამდე განცხადებებს არ ვაკეთებდი, იმიტომ, რომ მე ვიყავი იზოლაციაში, ვიყავი ჩამოცილებული ყოველდღიურ პროცესებს და აქედან გამომდინარე, როგორც აქამდე ვერ ვაკეთებდი ჩემს განცხადებებს, დღეს არ შემიძლია განცხადება გავაკეთო, იმიტომ, რომ 5 წუთში, რაც გამოვედი საკნიდან, არაფერი არ შეცვლილა. ჩემი უახლოესი მეგობრები და მათ შორის თანამებრძოლები, ჩემდა სამწუხაროდ სხვადასხვა პარტიაში არიან, როგორც ერთ, ისე მეორე პარტიაში. მე, რა თქმა უნდა, ყველა მათგანს შევხვდები, ყველა მათგანის აზრს გავიზიარებ, გავეცნობი და მივიღებ გადაწყვეტილებებს, როდესაც დასკვნას გავაკეთებ, მჭირდება გარკვეული დრო, როდესაც მე ჩამოვყალიბდები, ამის შესახებ გაიგებთ. ყველას გაძლევთ გარანტიას, რომ გავიმარჯვებთ, ქვეყანა წავა წინ“, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა. ცნობისთვის, მერაბიშვილი 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვის და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს. 2011 წლის 26 მაისში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლით ბრალი წარუდგინეს. 2014 წელს სასამართლომ ყველა საქმეზე დამნაშვედ სცნო და პატიმრობა შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)