|
2020-02-19 16:19:30, 1662 ნახვა
კომენტარი
გიორგი კანდელაკი - „ქართულ ოცნებას“ საბჭოთა კავშირის ჰიმნი „ზედ აკვდება“
„საბჭოთა კავშირის ჰიმნი „ქართულ ოცნებას“, როგორც იტყვიან „ზედ აკვდება““, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა. მისი განცხადებით, ფრაქცია „ქართული ოცნება“ სავსეა კომუნისტური პერიოდის მოღვაწეებით. „საკუთარი თავის მოსულელება „ქართულ ოცნებას“ ხან კარგად გამოსდის, ხან ცუდად. ამჯერად ცუდად გამოუვიდა, საბჭოთა კავშირის ჰიმნი „ქართულ ოცნებას“, როგორც იტყვიან „ზედ აკვდება“. „ქართული ოცნება“ სავსეა კომუნისტური პერიოდის მოღვაწეებით. მაგალითად, ბატონი ვოლსკი იყო, საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის, ცეკას ინსტრუქტორი. „ქართული ოცნება“ წარმოადგენს, თავისი არსით და ბუნებით, კომუნისტურ, ნომენკლატურულ რევანშს „ვარდების რევოლუციის“ ფასეულობების წინააღმდეგ. ამიტომ იყო ზედგამოჭრილი საბჭოთა კავშირის ჰიმნი, საბჭოთა კავშირის სიმბოლოებიც და საბჭოთა სულისკვეთებაც „ქართული ოცნებისთვის“. მერაბ კოსტავა რომ ციხეში იჯდა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის, ბატონი ვოლსკი, ბატონი კოპალიანი და არაერთი ბატონი „ქართული ოცნების“ რიგებში მყოფი და ივანიშვილის კარზე დღეს დაწინაურებული იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 18 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენდა, „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი გააჟღერეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)