|
2020-02-19 12:40:14, 1779 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი - ვინ სად მოაწყობს პერფორმანსს, ვერ გავაკონტროლებთ და არც არის საჭირო
„ვინ გამოვა და მოაწყობს აქციას ყველაფერს ვერ გაააკონტროლებ და არც არის საჭირო“, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების მიერ გამართულ აქციას. ვოლსკის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პერფორმანსებმა ქვეყანა უბედურებამდე მიიყვანა. „არსებობს საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულება იმის მიმართ, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობის“ სახის გამოვლინება ამა თუ იმ ფორმატით, ხან პერფორმანსით და სამწუხაროდ, ადრე უკვე რეალიზებული თავისი პოლიტიკით, რამაც უბედურებამდე მიგვიყვანა. ვინ და გამოვა და ვინ საწინააღმდეგო პერფორმანსს, აქციას მოაწყობს ამას ყველაფერს ვერ გააკონტროლებ და მეორეც, არც არის საჭირო“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. ცნობისთვის, გუშინ „ევროპულ საქართველოს“ ოფისთან, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენები არჩილ თალაკვაძის პარლამენტში გამოსვლისას ელენე ხოშტარიას მიერ საბჭითა ჰიმნის გაშვებას აპროტესტებდნენ. ისინი მოითხოვდნენ „ეკა ხოფერიას გადადგომას’’.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)