16:40 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-17 19:03:02, 1915 ნახვა

კომენტარი
ციხელაშვილი ახალგორზე: ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა დანარჩენ საქართველოსთან კავშირების და კონტაქტების გასაწყვეტად

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა ახალგორში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალგორში სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმებულია.

მისი თქმით, რეგიონი სრულ იზოლაციაციაშია, რაც არის მიზანმიმართული პოლიტიკა დანარცენ საქართველოსთან კავშირებისა და კონტაქტების გასაწყვეტად.

„მედიკამენტების წამოღება დაიწყეს ქართული წარწერებით, პირდაპირ არის მიმართული ადამიანების წინააღმდეგ და აქ არამხოლოდ ქართველები, არამედ ძალიან ბევრი ეთქნიკური ოსი მოსახლეც ზარალდება, რადგან წამლებს იყენებს ყველა. საუბედუროდ, დაავადებისგან არავინ არ არის დაცული და ეს წამლები არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. საჭიროება არის ძალიან მაღალი იმისათვის, რომ შედიოდეს მედიკამენტები, სხვადასხვა პროდუქტები და რეგიონი არის იზოლაციაში და კიდევ რომ ამის თავზე რეპრესიული ზომები ტარდება ეს არის ძალიან მიზანმიმართული პოლიტიკა, რომ ყველაფრის ფასად მოხდეს კავშირების და კონტაქტების გაწყვეტა დანარჩენ საქართველოსთან“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას მშობლიურ ენაზე სწავლის უფლება შეეზღუდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს
კობახიძე - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შეასრულებს განსაკუთრებულ როლს, რომ თავი დავიცვათ სიძულვილისგან, აგრესიისგან
სიკორსკი ზელენსკიზე ორდენის ჩამორთმევაზე - ისტორიულ-ორდენების ომის გამარჯვებული შეიძლება იყოს მხოლოდ მოსკოვი
ტუსკი ზელენსკითვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევაზე - პუტინს ახარებს და შოკში აგდებს ჩვენს მოკავშირეებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics