18:16 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-14 16:10:25, 2571 ნახვა

კომენტარი
მამუკა მდინარაძე: სახელმწიფოს უღირს, დამატებითი თანხების გაღება სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის

 

„სახელმწიფოს უღირს, დამატებითი თანხების გაღება სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მამუკა მდინარაძე ჯანმრთელობის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას სოციალურ შემწეობასთან დაკავშირებით.

მამუკა მდინარაძის თქმით, სახელმწიფოს უღირს, დამატებითი თანხები გაიღოს იმისთვის, რომ რისკის ქვეშ არ დადგეს არც ერთი სოციალურად დაუცველი მოქალაქე.

„დიმიტრი ხუნდაძეს და ჯანდაცვის კომიტეტს ჰქონდათ საუკეთესო ინიციატივა, რაც პრაქტიკულად აისახება გადაწყვეტილებაში და აპრილიდან საქართველოში სოციალური შემწეობის შეჩერება იმის გამო, რომ ხდება გადამოწმება, აღარ მოხდება. ეს საბიუჯეტო ხარჯებს რა თქმა უნდა მოითხოვს, მაგრამ რისკის გამორიცხვა კიდევ უფრო კარგი საქმეა, იქედან გამომდინარე, რომ არც ერთ ადამიანს, რომელსაც შეეხება შემოწმება სოციალურ შემწეობასთან დაკავშირებით, არ ექნება იმის რისკი, რომ ამ პერიოდში ის დახმარებას ვერ მიიღებ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ხუნდაძემ დრეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ საარსებო მინიმუმის მიმღები ოჯახები, გადამოწმების პერიოდშიც მიიღებენ სოციალურ შემწეობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს უცხოელი აგენტის სტატუსი მოუხსნა
ვიქნებით იქ, სადაც არის საქართველოს ინტერესები - ქართული რესპუბლიკა ზახაროვას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics