18:16 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-14 15:11:08, 1574 ნახვა

კომენტარი
დიმიტრი ხუნდაძე: საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს, გადამოწმების პერიოდში, შემწეობის მიღება არ შეუჩერდებათ

„საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს, გადამოწმების პერიოდში, შემწეობის მიღება არ შეუჩერდებათ“, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სოციალური დახმარების პროგრამა ჯამში 430 ათას მოქალაქეს ემსახურება.

„ქვეყანაში სოციალური დაუცველი ოჯახებისათვის მოქმედებს დახმარების პროგრამა, რომელითაც 430 ათასი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები სარგებლობენ. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ პერიოდულად საჭიროებს გარკვეულ, დასაბუთებულ ცვლილებებს. დღეის მდგომარეობით გადამოწმების დროს, რაც ასევე აუცილებელი პროცედურაა, სტატუსის მატარებელ ოჯახებს დროებით უჩერდებათ დახმარება. მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს ნაწილს განაცდური  სრულად უნაზღაურდებათ, მაინც მძიმეა მათთვის ეს პერიოდი, რადგან ისინი სიღარიბის პირისპირ ბედის ანაბარა რჩებიან.

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი გამოდის ინიციატივით , რომ საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების პერიოდში არ შეუჩერდეთ საარსებო შემწეობის გაცემა. შემდეგ კი გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულიდან გამომდინარე გაგრძელდეს ან შეწყდეს მათი პროგრამაში მონაწილეობა. ამისათვის საჭიროა დამატებით 5.4 მლნ. ლარი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს უცხოელი აგენტის სტატუსი მოუხსნა
ვიქნებით იქ, სადაც არის საქართველოს ინტერესები - ქართული რესპუბლიკა ზახაროვას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics