18:16 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-14 12:07:25, 1039 ნახვა

კომენტარი
ბაქრაძე ლავროვის შესაძლო ვიზიტზე: ეს იქნება საზოგადოების სრულიად ლეგიტიმური და უმწვავესი პროტესტის საფუძველი

„ეს იქნება საზოგადოების სრულიად ლეგიტიმური და უმწვავესი პროტესტის საფუძველი“, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე საქართველოში რუსეთიდან იმ პოლიტიკოსების მოსალოდნელ ვიზიტს, რომელთაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვთ დარღვეული, „კურიერთან“ საუბრისას.

მისი თქმით, როდესაც საუბარია ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაზე, დიალოგის წარმოება მტერთანაც შესაძლებელია, თუმცა ყველაფერს თავისი ფორმა გააჩნია.

„დიალოგი შეიძლება აწარმოო მტერთანაც, როდესაც საუბარია შენი ქვეყნის ეროვნული  ინტერესების დაცვაზე, ოღონდ ყველაფერს აქვს თავისი ფორმა, ფორმატი და წითელი ხაზები. ლავროვს შეიძლება ვესაუბროთ ჟენევაში საქართველოს ინტერესების დასაცავად, მაგრამ ამ ადამიანის ჩამოყვანა თბილისში და მისი მასპინძლობა, იმ ადამიანის, ვინც უკვე წლებია ანგრევს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და მუშაობს, რომ აფხაზეთი და ცხინვალი აღიარებული იქნას, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები, მიგვაჩნია, რომ არის მიუღებელი და ეს იქნება საზოგადოების სრულიად ლეგიტიმური და უმწვავესი პროტესტის საფუძველი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 14-15 მაისს საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვდრას უმასპინძლებს. მინისტერიალზე ევროპის საბჭოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები უნდა ჩამოვიდნენ. ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანაა რუსეთი. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს უცხოელი აგენტის სტატუსი მოუხსნა
ვიქნებით იქ, სადაც არის საქართველოს ინტერესები - ქართული რესპუბლიკა ზახაროვას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics