20:03 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-11 19:40:23, 1818 ნახვა

კომენტარი
მარგველაშვილი: გიგი უგულავას დაკავება, რა თქმა უნდა, პოლიტიკური დაკავებაა

„გიგი უგულავას დაკავება, რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური დაკავება“, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გიგი უგულავას ფაქტობრივად პროკურორი ასამართლებს.

„გიგი უგულავას დაკავება, რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური დაკავება. ფორმაც, როგორც არის დაკავებული, პოლიტიკური დაკავებაა. მაგრამ, მე კიდევ უფრო მადარდებს ამ დაკავების საერთაშორისო კონტექსტი. გიგი უგულავას დაკავება ხდება მაშინ, როდესაც ჩვენი პარტნიორები სვამენ კითხვას პოლიტიკური დევნის შესახებ საქართველოში, ამ საკითხის თითქოს გასანეიტრალებლად პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფება ვაშინგტონში და ამ მომენტში აკავებენ ოპოზიციის ლიდერს. იურიდიულ დეტალებში აღარ შევალ, მაგრამ ფაქტობრივად პროკურორი ასამართლებს.  ასე, რომ ჩვენ არა უბრალოდ კიდევ ერთი პოლიტპატიმარი გვყავს ქვეყანაში, არამედ ჩვენ, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ამით ვაჩვენებთ, რომ საერთოდ არ გვაინტერესებს მათი შეხედულებები“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ფონდის საქმეზე გიგი უგულავას სახელმწიფო ბრალდება თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება.

უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics