20:00 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-11 17:12:45, 1788 ნახვა

კომენტარი
ბოკერია - 4 აპრილს, რუსთაველის გამზირზე იქნება მასშტაბური, საკვანძო აქცია

„4 აპრილს, რუსთაველის გამზირზე იქნება დიდი, საკვანძო აქცია“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ, ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, აქციაზე ოპოზიცია წარსდგება კონკრეტული შეთანხმებებით, რომელსაც მიაღწევს იქამდე.

მისივე თქმით, 4 აპრილამდე გაგრძელდება პიკეტირებები და სხვადასხვა აქციები.

„4 აპრილს, რუსთაველზე იქნება დიდი აქცია საზოგადოების, ოპოზიციის, აქტიური მონაწილეების დაორგანიზებით. აქციაზე,   ჩვენ წარვსდგებით ჩვენი სტრატეგიით, გეგმით და კონკრეტული შეთანხმებებით, რომლებსაც მივაღწევთ იქამდე და ეს პროცესი დაწყებულია. რეგიონებში იქნება გასვლები, იქნება პიკეტირება, რეგიონში გასვლები და სხვადასხვა აქციები. 4 აპრილის აქცია იქნება საკვანძო, სადაც დემოკრატიული ოპოზიცია წარსდგება კონკრეტული ხედვით, თუ როგორ მოხდება ბრძოლის გაგრძელების ისე, რომ პოლიტიკური ჭირი მოვიშოროთ ყველამ ერთად და როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა ჩიხიდან, რომელშიც ის ივანიშვილმა და მისმა მასხარებმა შეიყვანეს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics