20:00 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-11 13:41:49, 1210 ნახვა

კომენტარი
გიორგი ვაშაძე: პირობას ვდებ, გიგი უგულავას მაქსიმუმ ოქტომბრის ბოლომდე მოუწევს საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა

„პირობას ვდებ, გიგი უგულავას მაქსიმუმ ოქტომბრის ბოლომდე მოუწევს საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა“,  - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, როგორც კი საქართველოში „ქართული ოცნების“ რეჟიმი დამარცხდება გიგი უგულავა გათავისუფლდება.

„მათ აღარც საარჩევნო სისტემით მანიპულაცია შველით, არც დიდი ფული, რომლის დახარჯვასაც აპირებენ და არც ადმინისტრაციული რესურსი. ახლა ფიქრობენ, პერსონალურად დააკავონ პოლიტიკური ლიდერები, რათა ამით მაინც გაანეიტრალონ ოპოზიცია. მე კი ერთი რამ მინდა ვუთხრა მათ, ყველა ასეთი ქმედება გვაძლიერებს და პირობას ვდებ, რომ გიგი უგულავას მაქსიმუმ ოქტომბრის ბოლომდე მოუწევს საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა, ის ძალიან სწრაფად გათავისუფლდება, როგორც კი საქართველოში „ქართული ოცნების“ რეჟიმი დამარცხდება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ფონდის საქმეზე გიგი უგულავას სახელმწიფო ბრალდება თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება.

უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics