20:01 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-10 21:11:16, 1293 ნახვა

კომენტარი
ჩუგოშვილი უგულავას საქმეზე - ამ გადაწყვეტილებამ ფაქტობრივად მოკლა შანსი რაიმე პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის

„ამ გადაწყვეტილებამ ფაქტობრივად მოკლა შანსი რაიმე პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის“, - ამის შესახებ უმრავლესობის ყოფილმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით ყველა აცნობიერებს იმას, რომ ამით ყველა სახის მოლაპარაკებები დასრულებულია.

„ერთი არის სისხლის სამართლის საქმე და სისხლის სამართლის დეტალები, მაგრამ მეორე არის რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული არის მაშინ როდესაც ოპოზიცია და ხელისუფლება მოლაპარაკებების რეჟიმში იყო და ბუნებრივია ყველა აცნობიერებს იმას, რომ ამით ფაქტობრივად დასრულებულია მოლაპარაკებები. შემიძლია გავიმეორე იგივე რაც გითხარით, რომ ამ საქმეს აქვს პოლიტიკური დატვირთვა და მისი პოლიტიკური დატვირთვა არის ძალიან ნეგატიური. მან ფაქტობრივად მოკლა შანსი რაიმე პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, დღეს „ევროპული საქართველოს" ლიდერს, გიგი უგულავას ე.წ „ფონდის" საქმეზე, უზენაესმა სასამართლომ 3 წლით პატიმრობის აღკვეთა მიუსაჯა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics