21:45 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-08 18:23:15, 2153 ნახვა

კომენტარი
არჩილ თალაკვაძე: ირაკლი შოთაძეს უმრავლესობის მხრიდან პარლამენტში მხარდაჭერა ექნება

„პარლამენტი კანონმდებლობის თანახმად განიხილავს კანდიდატურას და უმრავლესობის მხრიდან ირაკლი შოთაძეს პარლამენტში ექნება მხარდაჭერა",-ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გენერალურ პროკურორად საპროკურორო საბჭოს მიერ ირაკლი შოთაძის კანდიდატურის პარლამენტისთვის წარდგენის საკითხს.

 „ირაკლი შოთაძის მთავარი პროკურორობის პერიოდში პროკურატურამ ძალიან ეფექტურად ჩაატარა გამოძიებები არაერთ მნიშვნელოვან და გახმაურებულ  საქმეებზე, მათ შორის, ორგანიზებული, ტრანსნაციონალური დანაშაული, ნარკოტრაფიკინგი და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევები, რასაც საზოგადოების მაღალი ინტერესი მოყვა. როგორცკი ხორავას ქუჩაზე მომხდარი ფაქტის გამო და ამ გამოძიებასთან დაკავშირებით საზოგადოებას გაუჩნდა კითხვები პროკურატურასთან მიმართებაში და დაზარალებულებს, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს ჰქონდათ კითხვები მასთან, როგორც მთავარ პროკურორთან, მან მიიღო ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება და მთელ საზოგადოებას აჩვენა, რომ მისთვის მთავარი არ არის მთავარი სკამი და თანამდებობა, მთავარია მორალური პრინციპები და მან მიიღო გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ. შემდეგ იცით, რომ გამოძიება გაგრძელდა, ის აღარ იყო ჩართული ამ გამოძიებაში და გამოძიებამ საბოლოოდ შედეგები გამოკვეთა.  როგორც იკვეთება დაზარალებულთა განცხადებებიდან, კითხვები არის მოხსნილი, შესაბამისად, როდესაც საპროკურორო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მის კანდიდატურასთან დაკავშირებით",-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics