|
2020-02-08 10:14:24, 1925 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე - საქართველოს მომავალს და ხელისუფლების გეგმებს აშშ-ს მხრიდან ძლიერი მხარდაჭერა აქვს
„საქართველოს აქვს სრული მხარდაჭერა. საქართველოს მომამავალს, გეგმებს, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენს საზოგადოებას აქვს ქვეყანასთან მიმართებაში, აქვს ძლიერი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამერიკელ კოლეგებთან პირდაპირი კომუნიკაცია და ინფორმაციის ამ გზით მიწოდება იყო სწორი გადაწყვეტილება და კარგი შესაძლებლობა, რომ სამომავლო გეგმებთან და არსებულ კითხვებთან დაკავშირებით მათ მიეღოთ მეტი ინფორმაცია. „არც შევმცდარვარ, როდესაც ვფიქრობდი, რომ ჩამოსვლა, კოლეგეთან პირდაპირი საუბარი იქნებოდა ჩვენთვის შესაძლებლობა, რომ მეტი გვეთქვა ჩვენს სამომავლო გეგმებთან კავშირებით, ასევე კითხვებზე, რომელიც ჰქონდათ ჩვენს კოლეგებს მიგვეწოდებინა მეტი ინფორმაცია და მეტი პასუხები, როგორც ჩვენს მეგობრულ და პარტნიორულ თანამშრომლობას შეესაბამება. მე შევაფასებდი ამ შეხვედრებს ძალიან კონსტრუქციულად. მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ვერავინ ჩადგება შუაში, იქნება ეს რუსეთის მხრიდან მართული ძალები საქართველოში თუ იქნება ეს დესტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ცდილობდა სწორედ ამის გაკეთებას",-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ მას რჩება შთაბეჭდილება, რომ ის პოლიტიკური ძალები, რომელთაც ქვეყანაში პრაქტიკულად არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა, საარჩევნო კამპანიის ჩატარებას ვაშინგტონში ცდილობენ თავისი ქვეყნის იმიჯის და ინტერესების დაზიანების ხარჯზე. „მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის პოლიტიკური პარტიები, რომელთაც არ აქვთ ქვეყანაში საზოგადოების მხარდაჭერა, კამპანიას ატარებდნენ აქ, ვაშინგტონში, თავისი ქვეყნის იმიჯის და ინტერესების დაზიანების ხარჯზე, სხვადასხვა საშუალებებით, ლობისტებით თუ სხვადასხვა აგენტების გამოყენებით, იმის ნაცვლად, რომ მივიდნენ, მოქალაქეებს უთხრან რას აპირებენ, მოქალაქეებს უთხრან პასუხები იმ მძიმე კითხვებზე, რომელიც მათ მიმართ არსებობს და მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ მომდევნო თევეების განმავლობაშიც ჩვენ გვექნება ძალიან აქტიური კალენდარი, აქტიური საერთაშორისო აქტივობა, აქ მაღალი დონის ვიზიტები არის დაგეგმილი მომდევნო თვეებშიც და ჩვენ მაქსიმალურად პოზიტიურ ჭრილში წარვმართავთ თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან",-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)