21:44 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-06 17:54:51, 1403 ნახვა

კომენტარი
კახიძე შოთაძის არჩევაზე - ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ივანიშვილმა და გააფორმა საპროკურორო საბჭომ

„ეს იყო გადაწყვტილება, რომელიც მიიღო ივანიშვილმა და გააფორმა საპროკურორო საბჭომ“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველო“ წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, შოთაძე შეასრულებს ივანიშვილის დაკვეთებს, თადუმაძე, ბადაშვილი თუ ფარცხალაძე.

„კენჭირსყრის შედეგები ნათელია. ეს იყო გადაწყვტილება, რომელიც მიიღო ივანიშვილმა და გააფორმა საპროკურორო საბჭომ. ისევე, როგორც შემდგომ საპარლამენტო უმრავლესობა მორჩილად გააფორმებს და ივანიშვილს ეყოლება შოთაძე მეორედ გენერალური პროკურორის რანგში. ეს არის საზოგადოების დაცინვდა, შეურაცხყოფა. არსებითი მნიშვნელობა ივანიშვილის დაკვეთაც შოთაძე შეასრულებს დავალებას, ფარცხალაძე, თადუმაძე, ბადაშვილი თუ ვინმე სხვა, არ აქვს. უბრალოდ ეს ნაბიჯი მიუთითებს, რომ ივანიშვილი არ არის ადეკვატური და საზოგადოების აზრს არ ითავლსიწინებს“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ცნობისთვის, საპროკურორო საბჭომ კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის ოთხი კანდიდატი შეარჩია. კენჭისყრისას ირაკლი შოთაძემ 10 ხმა მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics