06:04 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-05 15:03:14, 909 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე - უმრავლესობის სხდომა 10:00 საათზე დავნიშნე, არ ვიცოდი უგულავა თუ გვიან გაიღვიძებდა

„საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა 10:00 საათზე დავნიშნე, პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ. არ ვიცოდი, თუ უგულავა გვიან გაიღვიძებდა, თორემ დავნიშნავდი 11:00 საათზე“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თმით, უმრავლესობის სხდომა 10:00 საათზე იმიტომ დანიშნა, რომ პლენარულ სხდომამდე სხვადასხვა საკითხებზე საუბარი მოესწროთ.

„საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა 10:00 საათზე დავნიშნე, პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ. არ ვიცოდი, თუ უგულავა გვიან გაიღვიძებდა, თორემ დავნიშნავდი 11:00 საათზე. ალბათ, ამაზე სერიოზული საუბარი არ შეიძლება. უმრავლესობის სხდომა ხშირად იმართება და 10:00 საათზე იმიტომ უნდა დაწყებულიყო, რომ დღეს პლენარულ სხდომამდე მოგვესწრო იმ თემებზე საუბარი, რომელიც გავიარეთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის შენობასთან პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის 11:00 საათზე „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობას გეგმავდნენ, თუმცა ისინი შენობაში საპროტესტო ღონისძიების დაწყებამდე შევიდნენ, რადგან 10:00 საათზე უმრავლესობის სხდომა დაინიშნა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მმართველმა გუნდმა სხდომა მოულოდნელად განგებ ჩანიშნა, რომ .დეპუტატებს "სირცხვილის კორიდორში" გავლა თავიდან აერიდებინათ. თავის მხრივ, "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ოპოზიციის ბრალდებას "უსაფუძვლო" უწოდეს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics