|
2019-12-21 10:33:16, 2874 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ჩვენ მხარს ვუჭერთ სანაოსნო სექტორში კადრების მომზადებას და განათლებას
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან, გემთმფლობელთა ასოციაციებთან ქართველი მეზღვაურების სხვადასხვა დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ღირსეული დასაქმებისთვის,"- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას. მინისტრის თქმით, საქართველოში დღეს 11,000-მდე მეზღვაურია, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების გემებზე საქმიანობენ. „მათზე დიდია მოთხოვნა საერთაშორისო შრომის ბაზარზე და სარგებლობენ კარგი რეპუტაციით. ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ტენდენცია გაძლიერდეს. განსაკუთრებით მხარს ვუჭერთ სანაოსნო სექტორში კადრების მომზადებას და განათლებას. ცოტა ხნის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დაანონსდა ფოთში ბათუმის საზღვაო აკადემიის ფილიალის გახსნა, სადაც 1000-მდე სტუდენტი გაივლის პროფესიულ მომზადება - გადამზადებას და 50 მასწავლებელი დასაქმდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი მხრივ, მაღალი მოთხოვნა არსებობს ჩვენს მეზღვაურებზე, მეორე მხრივ, ჩვენი მხრიდან ძალიან კარგი და ხარისხიანი განათლება იქნება მსურველებისთვის შეთავაზებული," - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)