|
2026-06-28 11:25:20, 283 ნახვა
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ივანიშვილის დეპუტატები, ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებული, სამთავრობო TV იმედის ეთერში ბოდიშს იხდიან 26 ივნისს, პარლამენტში ჩხუბისთვის. მათი თქმით, ქართული ოცნების გუნდს "ასეთი ქმედება " არ ახასიათებს, მაგრამ "არის წითელი ზახი", რომლის შემდეგაც "რთულია თვის შეკავება". "მინდა საზოგადოებას, რა თქმა უნდა, ბოდიში მოვუხადო, ეს ძალიან უსიამოვნო იყო, თუმცა პოლიტიკური პარტია, როდესაც მოწადინებულია მხოლოდ იმაზე, რომ შინაარსზე არ ილაპარაკოს და პირადი შეურაცხყოფები გაყენოს, ძალიან რთული ამ ყველაფრის მოთმენა, ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს, თუმცა რაც მოხდა, რა თქმა უნდა, უსიამოვნო იყო" - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა. "მეც დავიწყებ, რა თქმა უნდა, ბოდიშით და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, არ არის სწორი ასეთი ქმედების ნახვა, რაც ვნახეთ და ეს არ გვჩვევია ზოგადად, არც მე, ჩვენი გუნდის არცერთ წევრს, ეს არ არის ჩვენთვის დამახასიათებელი და კიდევ ერთხელ ბოდიში ყველასთან აბსოლუტურად. უბრალოდ, არსებობს რაღაც ზღვარი, სადამდეც შეგიძლია ადამიანმა ითმინო და არის ის წითელი ხაზი, რომლის იქითაც ხანდახან უბრალოდ თავის შეკავება ძალიან რთულია, რაც, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, ყველამ თავი უნდა შეიკავოს, მეც პირველ რიგში, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს მე გუშინ ვერ მოვახერხე და კიდევ ერთხელ ბოდიში ამისთვის" - განაცხადა გორდულაძემ. ირაკლი კობახიძის წლიური ანაგრიშის წარდგენის დროს გახარია საქართველოსთვის დეპუტატებსა და ქართული ოცნების დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა, გავრცელებული კადრებში ჩანს, როგორ ძალადობენ არჩილ გორდულაძე და ლევან მაჭავარიანი გახარიას დეპუტატ, გიგა ფარულავაზე.
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)