|
2019-12-20 15:42:12, 1263 ნახვა
ეკონომიკა
19 დეკემბრის მონაცემებით, მანდარინის ექსპორტმა 21,333 ტონა შეადგინა
მიმდინარე წლის 19 დეკემბრის მონაცემებით, მანდარინის ექსპორტმა 21,333 ტონა შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტირებული იყო 20,085 ტონა. საექსპორტო ქვეყნებს ოთხი ახალი ბაზარი დაემატა. წელს პირველად ექსპორტი განხორცილდა ლიეტუვაში (120,9ტ), სინგაპურში (0,1ტ), კატარში (0,4ტ) და სლოვენიაში (158,2ტ). 19 დეკემბრის მდგომარეობით რუსეთში ექსპორტირებულია 13,075.3 ტონა, უკრაინაში 4,047.2 ტონა და სომხეთში 3,333.6 ტონა. აქვე აღსანიშნავია, რომ წელს მანდარინის ფასი 0,70 თეთრიდან 1,50-ლარამდეა. სამრეწველო გადამუშავებისთვის, ქარხნების მიერ მიღებული არასტანდარტული მანდარინის ოდენობა 5,536 ტონაა. ნარინჯისფერი რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი აქტიურად მუშაობდა, რომლის ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა იყო.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)