|
2019-12-19 14:37:24, 1570 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ მომხმარებელს კიდევ ერთ ინოვაციურ სიახლეს - Apple Wallet-ით თანხის გამოტანას სთავაზობს
საქართველოს ბანკი მომხმარებლისათვის ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად სიახლე Apple wallet-ით თანხის ბანკომატიდან გამოტანას შეეხება. ბანკი მუდმივად ცდილობს მომხმარებელს მისი საჭიროებებიდან გამომდინარე კიდევ უფრო მეტი კომფორტი შეუქმნას. დღეიდან, მომხმარებელს უკვე აქვს შესაძლებლობა, უსაფრთხოდ, ბარათის გამოყენების გარეშე, Apple Wallet-ით გაანაღდოს თანხა. Apple Wallet - ით თანხის გამოტანისთვის საჭიროა მხოლოდ მობილური ტელეფონი მიუახლოვოთ საქართველოს ბანკის ბანკომატის უკონტაქტო წამკითხველს, აკრიფოთ შესაბამისი ბარათის პინ კოდი და მიჰყვეთ განაღდების სტანდარტულ სქემას. პირველად საქართველოში, საქართველოს ბანკის მომხმარებლებს ბარათის გამოყენების გარეშე, Apple Pay-ით არა მხოლოდ თანხის გადახდის, არამედ ნებისმერ დროს, ბანკომატიდან თანხის გამოტანის შესაძლებლობასაც აძლევს. თუკი მომხმარებელს ჯერ კიდევ არ აქვს Apple Pay, მას შეუძლია დაამატოს ბარათი Apple Wallet-ის აპლიკაციას და ისარგებლოს მისი ყველა უპირატესობით. გამოიყენე ყველა შესაძლებლობა, რომლებსაც საქართველოს ბანკის ახალი თაობის პროდუქტები გთავაზობს!
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)