13:19 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-19 13:55:40, 1087 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა - ბალნეოლოგიურ კურორტზე ტურიზმის განვითარების მიმართულებით მცირე ბიზნესს მხარში დავუდგებით

„პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ახალ პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის ასევე დავამატეთ ბალნეოლოგიური კურირტების კომპონენტი“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველო ძალიან მდიდარია ისეთი ადგილებით, სადაც ბალნეოლოგიური ტიპის ტურიზმი შეიძლება განვითარდეს.

„ამ ეტაპზე 20 ლოკაცია გვაქვს შერჩეული და მოგვიანებით, უფრო დაზუსტებით მოგახსენებთ თითოეულ მათგანზე, თუ რა პერსპექტივა გააჩნიათ. მაგრამ ხაზგასმით გეტყვით, რომ ამ მიმართულებას და აქ თანხების დაბანდების მსურველ ბიზნესს მხარში დავუდგებით „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ბალნეოლოგიური კურორტების კომპონენტში სესხის თანადაფინანსების ლიმიტი არასაერთაშორისო ბრენდის ობიექტებზე 200,000 ლარიდან 3 მლნ ლარამდე, საერთაშორისო ბრენდის შემთხვევაში კი - 6 მლნ ლარამდე იქნება. აღსანიშნავია, რომ ბალნეოლოგიური კურორტებზე სასტუმროს აშენებისთვის სესხის თანადაფინანსების ლიმიტი 1 მლნ ლარითაა გაზრდილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics