|
2019-12-14 10:32:18, 2556 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ეკონომიკური ზრდის პროცენტებზე საუბრისას, ყოველთვის ვამბობთ, რომ ის სიღარიბის დაძლევის ბერკეტი უნდა იყოს
„ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი ამოცანაა მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების ფონზე, ავამაღლოთ მოსახლეობის კეთილდღეობა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „საქსტატის" მიერ 2019 წლის ნოემბრისა და პირველი 11 თვის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის კომენტირებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნამ ექსპორტის ზრდა ერთ-ერთია იმ ფაქტორებს შორის, რომელიც მოსალოდნელზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს. „2019 წლის ოქტომბერში, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 5,7 პროცენტი შეადგინა. ნოემბერში ექსპორტი 25,2 პროცენტით, ხოლო 11 თვის მონაცემებით, 11,7 პროცენტით გაიზარდა, რაც ნოემბრის ეკონომიკური ზრდის შესახებ პოზიტიურ მოლოდინებს ქმნის“, - განაცხადა თურნავამ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში სავაჭრო დეფიციტი 546.7 მლნ. აშშ. დოლარით შემცირდა და 4 741.2 მლნ. აშშ. დოლარი - საგარეო-სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში სავაჭრო დეფიციტი წინა წელთან შედარებით 5.4 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა. „ეკონომიკური ზრდის პროცენტებზე საუბრისას, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ეს ზრდა უნდა იყოს სიღარიბის დამძლევი ბერკეტი, რასაც, პირველ რიგში, ჩვენ საბიუჯეტო მექანიზმების მეშვეობით ვახორციელებთ. ეკონომიკური ზრდის შედეგად მიღებული გადასახადებიდან საბიუჯეტო სახსრებს სიღარიბის დასაძლევად მივმართავთ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)