|
2019-12-12 10:50:44, 1674 ნახვა
ეკონომიკა
„ბაზისბანკმა“ ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის საუკეთესო პროექტებისთვის EBRD-ის სპეციალური ჯილდო მიიღო
ბაზისბანკს EBRD-ის პროგრამა „ენერგოკრედიტის“ ფარგლებში საუკეთესო ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა. „ენერგოკრედიტი“ ევროგაერთიანებისა და ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობდა. დაჯილდოების ცერემონია თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა. ჯილდო ბაზისბანკის კომერციული მიმართულების მცირე და საშუალო ბიზნესის განყოფილების ხელმძღვანელს, დავით ნიკოლაიშვილს გადაეცა. მან ისაუბრა ბაზისბანკის მიერ EBRD-ის მხარდაჭერით მწვანე ეკონომიკის მშენებლობის საქმეში შეტანილი წვლილის შესახებ და განაცხადა, რომ ბანკი განუხრელად მიჰყვება მწვანე ენერგოპროექტების დაფინანსების არჩეულ კურსს. შეხვედრას ესწრებოდნენ EBRD-ის პარტნიორი ინსტიტუტები და ორგანიზაციები, საქართველოს კერძო სექტორი, საერთაშორისო დონორები და მთავრობის წარმომადგენლები. პროგრამა „ენერგოკრედიტი“ საქართველოში 2012 წელს ამოქმედდა. მას შემდეგ, ბაზისბანკისა და სხვა ქართული ბანკების მეშვეობით 31-მა კომპანიამ და 29 000-ზე მეტმა ოჯახმა 42 მილიონ ევროზე მეტი მწვანე დაფინანსება მიიღეს. „შერატონში“ გამართული მასშტაბური ღონისძიებით ასევე აღინიშნა EBRD-ის ახალი „მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამის” (GEFF) დაწყება, რომლის მოცულობაც 54 მილიონი დოლარია. პროგრამის თანადაფინანსებას ახორციელებს „მწვანე კლიმატის ფონდი“ (GCF) და ავსტრიის ფინანსთა სამინისტრო. პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესს, კორპორაციებსა და ოჯახებს ხელს უწყობს ადგილობრივი პარტნიორი ბანკებიდან მიღებული სესხების საშუალებით ენერგოეფექტურობის, კლიმატის ადაპტაციისა და მიტიგაციის პროექტების განხორციელებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)