|
2019-12-11 17:36:13, 1969 ნახვა
ეკონომიკა
ნოემბერში, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 151.0 მილიონი დოლარი შეადგინა
მიმდინარე წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 151.0 მილიონი აშშ დოლარი (448.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის ნოემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13.3%-ით (17.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ-ის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.1% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 94.3% მოდიოდა. რაც შეეხება საზღვარგარეთ გადაგზავნილ თანხებს, 2019 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 21.9 მლნ აშშ დოლარი (64.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2018 წლის ნოემბერის (19.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 11.1%-ით მეტია.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)