14:50 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-10 15:02:44, 1542 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: 2020 წელს განათლების სექტორში დაახლოებით, 1,9 მილიარდი ლარი დაიხარჯება

2020 წელს განათლების სექტორში  დაახლოებით, 1,9 მილიარდი ლარი  დაიხარჯება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის პარლამენტში წარდგენისას.

მისი თქმით, აღნიშნული თანხიდან 285,0 მლნ ლარი მოხმარდება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს განათლების რეფორმის წარმატებით განხორციელებაში.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში 5,0 მლნ ლარით გაიზარდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობის ხარჯები, 5,0 მლნ ლარით სპორტული ინფრასტრუქტურის ხარჯი, 10,2 მლნ ლარით განათლების სფეროში სხვადასხვა დონორის საინვესტიციო გრანტებითა და კრედიტებით დაფინანსებული პროექტები, 5,0 მლნ ლარით გაიზარდა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის დაფინანსება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics