|
2019-12-07 13:07:04, 2995 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ თბილავიამშენის, „თამ მენეჯმენტისა“ და დელტას საწარმოები დაათვალიერა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თბილავიამშენის, „თამ მენეჯმენტისა" და დელტას საწარმოები დაათვალიერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, თბილავიამშენის, „თამ მენეჯმენტისა" და „დელტას" საწარმოებს ეწვია. მინისტრები ადგილზე გაეცნენ აღნიშნული საწარმოების წარმოებულ პროდუქციას, რომელთა ნაწილი, მათ შორის „დელტას" მიერ წარმოებული სამხედრო ტექნიკა ექსპორტზე გადის. „დელტას" შემდეგ, ნათია თურნავამ "თამ მენეჯმენტის" საწარმო დაათვალიერა. „თამ მენჯემენტის" სამიანობისა და მომავალი გეგმების შესახებ ინფორმაცია ეკონომიკისა და თავდაცვის მინისტრებს თავად საწარმოს ხელმძღვანელმა პანტიკო თორდიამ გააცნო. ნათია თურნავას თქმის, საავიაციო ტექნიკის წარმოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია და აქვს პოტენციალი, რომ უფრო მეტად განვითარდეს, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, დანერგოს მაღალი ტექნოლოგიები და ხარისხიანი წარმოება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)