|
2019-10-11 15:43:03, 1659 ნახვა
საზოგადოება
შიდა ქართლის რეგიონში აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ქალაქ გორში, უფლისციხის ტერიტორიაზე შიდა ქართლის რეგიონის აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი გაიმართა. ფორუმი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა გახსნეს. მინისტრმა დეტალურად ისაუბრა რეგიონში არსებულ აგროსაინვესტიციო პოტენციალზე, სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე და მიღწეულ შედეგებზე. ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ყველა იმ აგროპროექტზე, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში აგრობიზნესის განვითარებას, წარმოების ზრდას და სტაბილური ეკონომიკური გარემოს შექმნას. „აგროსაინვესტიციო ფორუმი, რეგიონებში დარგის პოტენციალის წარმოჩენას ემსახურება. შიდა ქართლი უმდიდრესია სასოფლო-სამეურნეო პოტენციალით, განსაკუთრებით მეხილეობით. ჩვენი მიზანია, ის პროექტები, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს, გავაცნოთ შიდა ქართლის მოსახლეობას, პოტენციურ ინვესტორებს და მათგანაც მოვისმინოთ საჭიროებების შესახებ ინფორმაცია. რეგიონებში, მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარებას კვლავ გავაგრძელებთ, რათა, არსებული პოტენციალი მაქსიმალურად იყოს გამოყენებული“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. როგორც შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა, აგროფორუმი შიდა ქართლში სოფლის მეურნეობის დარგების გაძლიერებასა და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს და მოქმედ ფერმერებს სამომავლო საქმიანობაში დაეხმარება. 2013 წლიდან დღემდე, შიდა ქართლის რეგიონში, სახელმწიფო პროექტების განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვანი შედეგები უკვე სახეზეა. შეიქმნა 26 ახალი და გაფართოვდა/გადაიარაღდა 104 საწარმო; 1 973 ჰა ფართობზე გაშენდა ინტენსიური ბაღები; შეიქმნა 76 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი; წყალუზრუნველყოფილმა ფართობებმა 30 400 ჰა შეადგინა. რეგიონში არსებული აგროწარმოების პოტენციალის სრულად წარმოსაჩენად, ფორუმზე სასოფლო-სამეურნეო დარგის სპეციალისტებმა მეხილეობის და მრავალწლოვანი ბაღების გაშენების, სანერგე მეურნეობების განვითარების, მეფრინველეობის, მეღვინეობისა და მეფუტკრეობის შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს. ფორუმის მონაწილეებს სახელმწიფო აგროპროექტების, რეგიონის ტურისტული პოტენციალის, HORECA მიმართულების განვითარებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს, აწარმოე საქართველოსა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. ფორუმის ფარგლებში, გაიმართა B2B შეხვედრები და ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გამოფენა. აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის აქტიური კომუნიკაციისა და რეგიონში არსებული აგროწარმოების განვითარების შესაძლებლობების გაცნობის კუთხით. ფორუმს ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მინისტრის მოადგილეები, ხატია წილოსანი და იური ნოზაძე, საქართველოს პარლამენტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, დარგობრივი ასოციაციების, სასტუმროების, სარესტორნო ქსელების წარმომადგენლები, აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებლები და ფერმერები. მიმდინარე წელს, პირველი აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი სამეგრელო - ზემო სავანეთის რეგიონში, ქალაქ ზუგდიდში გაიმართა. ღონისძიება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ავსტრიის განვითარების სააგენტოსა (ADA) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით გაიმართა.
(NS)
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)