|
2026-07-02 15:31:57, 260 ნახვა
პოლიტიკა
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
დღეს, 2 ივლისს, ჟენევაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს 62-ე სესიაზე საქართველოს შესახებ უმაღლესი კომისრის ოფისის მწვავე ანგარიშს მოისმენენ. დოკუმენტი ადასტურებს, რომ ქვეყანაში ადამიანის ფუნდამენტური უფლებები საფრთხეშია. გაერო ქართულ ოცნებას მოუწოდებს, სასწრაფოდ გადახედოს გასულ წელს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, მათ შორის მაუწყებლობის, გრანტების, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონებს. ანგარიშში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სამოქალაქო სექტორის მიზანმიმართულ შევიწროებაზე, დემონსტრანტების თვითნებურ დაკავებასა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ფიზიკურ ძალადობაზე, რაზეც საერთაშორისო თანამეგობრობა დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვს. მანამდე, გუშინ, 1-ელ ივლისს, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 62-ე სესიის ფარგლებში საქართველოს შესახებ განხილვა გაიმართა. განხილვაზე ერთ-ერთი გამომსვლელი საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის წარმომადგენელი იყო, რომლის განცხადებითაც საქართველომ უნდა გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები. მისივე თქმით, ასევე უნდა გათავისუფლდნენ უსამართლოდ დაპატიმრებული პირები, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს პოლიციის ძალადობასთან დაკავშირებით დამოუკიდებელი გამოძიება და აღადგინოს უსაფრთხო გარემო სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის. გუშინდელ განხილვაზე სიტყვით გამოვიდა პარტია დროას წევრი მარიკა მიქიაშვილიც და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.
"საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით სიტუაცია მიმდინარე წელს კატასტროფას უტოლდება, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ სწრაფ უკუსვლას ბოლო 18 თვის განმავლობაში - ახლა უკვე გვყავს მეტი პოლიტიკური პატიმარი ერთ სულ მოსახლეზე, ვიდრე რუსეთში. ეს არის მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ სახელმწიფო ძალადობის უგულვებელყოფის პირდაპირი შედეგი, განსაკუთრებული აზრის ჩახშობის მცდელობით, ფართომასშტაბიანი და ხშირად გაუმართლებელი დრაკონული კანონმდებლობით და ასევე, ოპონენტების ფინანსური მოგუდვით. გასულ თვეს გამოვლინდა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური ნივთიერებების გამოყენების სარწმუნო ბრალდებები, ხოლო 2026 წლის მარტის ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში საუბარი იყო, თითქმის სრულ დაუსჯელობაზე იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც ხშირად სცილდება წამების ზღვარს. ფართოდგავრცელებული არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა, როგორიც არის დაკავებულის გაშიშვლება ან დაპატიმრება ტროტუარზე პროტესტის გამო, წელსაც აღინიშნა, ახალი კანონი კი, მალე გააკონტროლებს სოციალურ მედიას და დასჯის ონლაინ კრიტიკას. გაერომ უნდა გამოიყენოს კოლექტიური პოლიტიკური ძალისხმევა, რომ უზრუნველყოს საქართველოს მმართველი ხელისუფლების მიერ რეკომენდაციების შესრულება", - თქვა მან.
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)