16:35 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-11 13:36:42, 1097 ნახვა

საზოგადოება
მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში რვა სპორტულ მოედანს ჩაუტარდა რეაბილიტაცია

მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში სხვადასხვა ტიპის სარეაბილიტაციო სამუშაოები რვა სპორტულ მოედანზე განხორციელდა. აქედან ხუთ მინი სტადიონზე სპორტული ინფრასტრუქტურა მთლიანად შეიცვალა. ასევე, მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით, ზოგიერთ მისამართზე დამონტაჟდა გარე განათების ქსელი.

ერთ-ერთი რეაბილიტირებული მოედანი, რომელიც ზღვის უბნის (თემქა) მე-4 კვარტალში მდებარეობს, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა დაათვალიერეს.

„მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში რვა სპორტული მოედანი რეაბილიტირდა. ყველა მათგანზე დამონტაჟდა კალათბურთის ფარებიც. სხვა უბნებთან შედარებით, ზღვის უბანში უფრო მეტ სპორტულ მოედანს ვაკეთებთ, რადგან ამის საშუალებას ტერიტორიაც გვაძლევს და მოსახლეობაც აქტიურად სარგებლობს სპორტული სივრცეებით. ასევე, თბილისის ზღვის სანაპიროსთან მოვაწყვეთ ქვიშის მოედანი, თუმცა ინფრასტრუქტურა მოქალაქეების მიერ მალევე დაზიანდა და ხელმეორედ მოგვიწია სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება. მინდა, ვთხოვო და მოვუწოდო თითოეულ მოქალაქეს, გავუფრთხილდეთ რეაბილიტირებულ ინფრასტრუქტურას იმისათვის, რომ მეტი კეთილმოწყობილი სივრცე გვქონდეს და ახალგზარდებიც უფრო მეტად ჩაერთონ სპორტულ აქტივობებში“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

რვა მისამართზე შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ჯამში, 250 000 ლარამდე დახარჯა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics