16:35 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-10 16:31:11, 1144 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში კორპუსების მიწისქვეშა კომუნიკაციები 30 მისამართზე შეიცვალა

მიმდინარე წლის განმავლობაში, ნაძალადევის რაიონში მდებარე კორპუსების მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციები 30 მისამართზე შეიცვალა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის რაიონის გამგეობამ 403 594 ლარი დახარჯა.

ამ ეტაპზე სამუშაოები ოთხ მისამართზე მიმდინარეობს. ერთ-ერთი პროექტი ცოტნე დადიანის მე-2 მიკრორაიონის მე-3 კორპუსში ხორციელდება. სამუშაო პროცესს  ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ამაშუკელთან ერთად გაეცნო. გამგებელი და დეპუტატი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტებს აქტიურად ვახორციელებთ. კონკრეტულად ამ კორპუსის წყალარინების ქსელი 46 წლის განმავლობაში არ შეცვლილა. კომუნიკაციების რეაბილიტაციის შემდეგ, კორპუსის მიმდებარედ ასფალტის საფარი დაიგება. საბოლოო ჯამში, 173 ოჯახის საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესდება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნულ მისამართზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 69 446 ლარია. პროექტის ფარგლებში, 250 გრძივი მეტრი წყალარინების ქსელი იცვლება, ასევე, 15 საკომუნიკაციო ჭა მონტაჟდება.

ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, ნოემბერში კორპუსის ქსელების რეაბილიტაცია კიდევ ოთხ მისამართზე დაიწყება.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics