16:31 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-11 15:48:14, 1043 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში წყლის საინფორმაციო სისტემის (WISE) ჩამოყალიბებისა და შემდგომი განვითრების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში საქართველოში წყლის საინფორმაციო სისტემის (WISE) ჩამოყალიბებისა და შემდგომი განვითარების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

აღნიშნულ სისტემაზე მუშაობა ევროკავშირის პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემის  პრინციპებისა და პრაქტიკის დანერგვა“ (ENI   SEIS  II  East)  ფარგლებში მიმდინარეობს.

შეხვედრაზე წყლის საინფორმაციო სისტემის (WISE-Georgia) შემუშავებასთან დაკავშირებით პრიორიტეტული საკითხების განსაზღვრაზე, საგზაო რუკის შემუშავებისა და წყლის რესურსების მართვის სფეროში მომუშავე უწყებებს შორის ფუნქცია-პასუხისმგებლობების განაწილების საკითხებზე იმსჯელეს.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის კიდევ ერთი პროექტის „წყლის ინიციატივა პლუსი“ (EUWI+) ფარგლებში, წყლის რესურსების მონაცემთა  მართვის სისტემის შემუშავება მიმდინარეობს.  შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ ორმა პროექტმა კოორდინირებულად იმუშაოს. შედეგად, ჩამოყალიბდება წყლის საინფორმაციო სისტემის ოპტიმალური ჩარჩო, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში წყლის რესურსების მართვის გაუმჯობესებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, ევროპის გარემოს სააგენტოს (EEA), ევროპის შიდა, სანაპირო და საზღვაო წყლების შესახებ თემატური ცენტრის, „ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუს აღმოსავლეთის პარტნიორობისთვის" (EUWI+) პროექტის  წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics