13:45 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-07 12:45:22, 824 ნახვა

საზოგადოება
5 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 19% გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2019 წლის 5 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში - 1,912,352 მგზავრს მოემსახურა. რაც 19% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 1,610,246 მგზავრი).

მაისში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა. კერძოდ: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მაისში 348,878 მგზავრს მოემსახურა, რაც 13% მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 307,431 მგზავრი ). 5 თვის ჭრილში კი მგზავრთნაკადი 12%-ით გაიზარდა და 1,485,079 მგზავრი შეადგინა (2018 წელი 1,327,535 მგზავრი). ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2019 წლის მაისში 22% გაიზარდა და 64,312 მგზავრი შეადგინა (2018 წელი 52,631 მგზავრი). რაც შეეხება 5 თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 288,626 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 69% მეტია. (2018 წელი 171,064 მგზავრი).

ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2019 წლის მაისში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 47,491 მგზავრმა ისარგებლა. რაც 15%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 41,244 მგზავრი). 5 თვის ჭრილში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 24%-ით გაიზარდა და 135,939 მგზავრი შეადგინა. (2018 წელი 109,505 მგზავრი).

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიის აეროპორტი 5 თვეში 2,340 მგზავრს მოემსახურა. რაც 28% მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 1,833 მგზავრი).

ამბროლაურის აეროპორტით, 2019 წლის პირველ 5 თვეს 368 მგზავრმა ისარგებლა, რაც 19% მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 309 მგზავრი).

ამასთან, ჯამში, 5 თვეში ადგილობრივი აეროპორტებით 2,708 მგზავრმა ისარგებლა რაც 26% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას (2018 წელი 2,142 მგზავრი).

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics