00:44 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-30 15:11:45, 1254 ნახვა

პოლიტიკა
მოისწრაფიშვილი ტრამპის პოსტის გაზიარებაზე: ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას, არ შეიძლება კიბერთავდასხმის გამორიცხვაც

"ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას, რომელიც სოციალური ქსელების მართვის მენეჯერმა დაუშვა", - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოსტის გაზიარებას. 

მოისწრაფიშვილი კიბერთავდასხმასაც არ გამორიცხავს.

"ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გადაცდომას, შეცდომას, რომელიც დაუშვა სოციალური ქსელების მართვის მენეჯერმა, თუმცა ეს იყო პირველადი შეფასება. ამ დროისთვის, სხვადასხვა ფაქტების გაანალიზებით, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ასევე კიბერთავდასხმის გამორიცხვაც და ვფიქრობთ, რომ საჭიროა საკითხის მოკვლევა. სხვათაშორის, შეიძლება ეს არც არის პირველი ფაქტი. რამდენიმე დღის წინ, კიბერშეტევა განხორციელდა ერთ-ერთი თანამშრომლის ერთ-ერთ სოციალურ ანგარიშზე და იმ ფაქტთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს მოკვლევა", - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ის პოსტი გააზიარა, სადაც თეთრი სახლის ხელმძღვანელი პრეზიდენტობის კანდიდატს ჯო ბაიდენს „მძინარას" უწოდებს.

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩემი პოპულარობა შენი საქმე არ არის“: მელონიმ ტრამპის ბოლო თავდასხმებს უპასუხა
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics