00:45 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-30 13:00:31, 1099 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს უმასპინძლა.

შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას. მამუკა ბახტაძემ ლილიან მორი პასკიეს საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობისა და თბილისში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა, რომ საიუბილეო თარიღი ახლოვდება ევროპის საბჭოსთვისაც, რომელსაც 70 წელი უსრულდება.

მხარეებმა განიხილეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტში საქართველოს მომავალი პრეზიდენტობა და ორგანიზაციის წინაშე არსებული გამოწვევები.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროპასთან ინტეგრაცია ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანია და ქვეყანა ამ კურსის ერთგულია.

ყურადღება გამახვილდა ბოლო წლებში საქართველოს მნიშვნელოვან წინსვლაზე დემოკრატიის კონსოლიდაციისა და რეფორმების განხორციელების მიმართულებით. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა განსაკუთრებით აღნიშნა ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი ადამიანის უფლებების დაცვისა და პარლამენტის როლის გაძლიერების კუთხით.

პრემიერ-მინისტრმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე. მამუკა ბახტაძემ ლილიან მორი პასკიეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც კონფლიქტის შედეგად დაშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენას და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთათვის ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას ისახავს მიზნად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ჩემი პოპულარობა შენი საქმე არ არის“: მელონიმ ტრამპის ბოლო თავდასხმებს უპასუხა
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics