|
2019-04-25 16:26:09, 1351 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ჩვენ მივიღებთ პოზიტიურ კანონს და ათიათასობით ადამიანი მართლმსაჯულების განხორციელებას შეძლებს
ჩვენ მივიღებთ პოზიტიურ კანონს და ათიათასობით ადამიანი მართლმსაჯულების განხორციელებას შეძლებს, - ეს განცხადება საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია ,, პირველის" ეთერში, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებული კანონპროექტის შეფასებისას გააკეთა. ,, ჩვენ გვექნება პოზიტიური კანონი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ „ევროპული საქართველოს" და ნაციონალური მოძრაობის განშტოებების სუბიექტური მიზნები და ინტერესები არ გავიდეს და არ გააჩერონ სასამართლო როგორც ამასაც ცდილობენ. უზენაესში 5 ათასზე მეტი საქმეა, რომელიც ჯერ არ განხილულა, იმიტომ რომ მოსამართლე ძალიან ცოტაა, ათი ათასობით ადამიანი ელოდება მართლმსაჯუკლების განხორციელებას, რასაც ვერ ასწრებენ. ეს ყველაფერი აუცილებლად განხორციელდება, რადგან ჩვენ პოზიტიურ კანონს მივიღებთ",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ მან ყურადღება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ რეკომენდაციების აბსოლუტური უმრავლესობა გათვალისწინებულია. ,,ვენეციის კომისიას ჰქონდა ოთხი ძირითადი რეკომენდაცია და მნიშვნელოვანია ეს იცოდეს საზოგადოებამ, რადგან გაბნეულად მიდის ინფორმაციები. პირველი რეკომედაცია ეხებოდა გამოცდას, რომელიც თავიდან ბოლომდე გავითვალისწინეთ. მეორე რეკომენდაცია ეხებოდა ინტერესთა კონფლიქტს, რომელიც თავიდან ბოლომდე გავითვალისწინეთ და კანდიდატი - თუ ამავდროულად არის იუსტიციის საბჭოს წევრი, მას აღარ აქვს უფლება გასაუბრებაშიც კი მიიღოს მონაწილეობა და ყველა პროცედურიდან გამორიცხულია. იგი ვერ მონაწილეობს ვერაფერში - ვერც გასაუბრებაში, ვერც კენჭისყრაში, ვერც საბოლოო კენჭისყრაში. მესამე იყო ასაკი - 30 წელი, რომელიც კონსტიტუციაში გვიწერია და 5-წლიანი გამოცდილება შეიძლება ყოფილიყო ცოტა, მაგრამ საქართველოში არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას და არც ერთ სუბიექტს, რომელიც ამ კანონპროექტთან დაკავშირებულ მსჯელობაში იღებდა მონაწილეობას - ეს საკითხი აღარ დაუსვამს დღის წესრიგში. საყოველთაო კონსესუსია მიღწეული ასაკთან დაკავშირებით, ამაზე არავინ არ დავობს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ რაც შეეხება რეკომენდაციას, რომლის გათვალისწინება ვერ მოხდა და რომელიც გულისხმობს კანდიდატის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრებას, მასთან დაკავშირებით ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ იგი შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან. ,,როგორც კი გასაჩივრების უფლება არსებობს, ერთვება უზენაესი სასამართლოს კონკრეტული რგოლი. სამკაციანი შემადგენლობა უზენაეს სასამარეთლოში წყვეტს იმ საკითხს, რამდენად კანონიერად გადაწყვიტა იუსტიციის საბჭომ ესა თუ ის საკითხი ანუ გამოდის, რომ დამატებითი რგოლი, გარდა იუსტიციის საბჭოსი ერთვება ამ პროცესში, რაც კონსტიტუციაში ჩვენ არსად არ გვიწერია, საერთოდ ერთი სიტყვაც კი, ერთი ფრაზაც კი არ არის კონსტიტუციაში ნათქვამი, რაიმე დამატებითი რგოლის ან გასაჩივრების შესახებ. გამოდის რომ ერთ-ერთი მთავარი აქტორი ამ სისტემაში სადაც მთავარი აქტორები არიან ერთის მხრივ იუსტიციის საბჭო და მეორე მხრივ საქართველოს პარლამენტი უნდა გამოჩნდეს მესამე მონაწილე ამ პროცესისა, რომელიც კონსტიტუციაში არ წერია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული ადამიანი, მოსამართლეობის კანდიდატი სწორად შეარჩია თუ არა იუსტიციის საბჭომ პარლამენტში წარსადგენად", - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
(NS)
„ჩემი პოპულარობა შენი საქმე არ არის“: მელონიმ ტრამპის ბოლო თავდასხმებს უპასუხა
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ზელენსკის მიერ ორდენის ჩამორთმევის გამო, სიბიჰა პოლონეთს სახელმწიფო ჯილდოს დაუბრუნებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)