19:47 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-18 14:23:47, 1706 ნახვა

პოლიტიკა
მელია: უმრაველესობა ივანიშვილის დაკრულზე ცეკვავს, მაგრამ კალენდარზე 2019 წელია და მოქალაქეებს პატივი სცენ

დროა, კობახიძე და ოხანაშვილი შეეგუონ, რომ ბიძინა ივანიშვილის დაკრულზე ცეკვავენ, მაგრამ კალენდარზე 2019 წელია და პატივი სცენ როგორც დეპუტატებს, ასევე მოქალაქეებს, რომელთაც ზურგი აქციეს, – ამის შესახებ ენმ-ს წევრმა, დეპუტატმა ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პარლამენტში სამუშაო პროცესი მორღვეულია.

„მდინარაძე, თალაკვაძე, ოხანაშვილი და კობახიძე წავიდნენ, მიცუნცულდნენ ივანიშვილთან, კონსულტაცია გაიარეს, ჩაწერეს არაოფიციალურ დოკუმენტში, რომელიც არც ერთ დეპუტატს წაკითხული არ აქვს. თურმე, ოხანაშვილისგან უნდა გავიგოთ და მას უნდა ვენდოთ. თურმე, ოხანაშვილამდე კონსულტაცია და მსჯელობა არ უნდა გაიმართოს. ამას არ დავუშვებთ, მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ ფორმალურად უმრავლესობა ჰყავს. დროა, კობახიძე, ოხანაშვილი შეეგუონ, რომ ბიძინა ივანიშვილის დაკრულზე ცეკვავენ, მაგრამ კალენდარზე 2019 წელია და პატივი სცენ როგორც დეპუტატებს, ასევე მოქალაქეებს, რომელთაც ზურგი აქციეს. 14-გვერდიანი ინგლისურენოვანი რეკომენდაციები გასცა ვენეციის კომისიამ და როგორ ფიქრობთ, რამდენს აქვს წაკითხული? მგონი, არც უთარგმნიათ. შიდა განხილვა იყო ხუთ-ექვს კაცთან“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics