19:45 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-18 12:46:09, 1553 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე: პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის მიზანი იყო არა კარგი კანონპროექტის მიღება, არამედ პროცესის ბლოკირება

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აშკარად გამოჩნდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვენეციის კომისიის ყველა სამართლებრივი რეკომენდაცია ავსახეთ ჩვენს პროექტში, ოპოზიციის მთავარი მიზანი იყო არა კარგი კანონპროექტის მომზადება და მიღება, არამედ პროცესის ბლოკირება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ოპოზიცია რაღაც პროცედურული საკითხებით ცდილობს პროცესის დაბლოკვას.

„ოპოზიცია ცდილობს, ხელი შეუშალოს კანონპროექტის განხილვას. ეს იყო პოლიტიკური ტესტი, რამაც ამ პროცესში ოპოზიციის რეალური მიზანი გამოაჩინა, ამიტომ ითხოვდნენ, ვადების გადადებასა და იყენებდნენ რეგლამენტს", – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ომბუდსმენთან შეთანხმება იყო, რომ კანონპროექტის კენჭისყრამდე დეპუტატებს მისთვის მოესმინათ და ეს პირობა დაცულია.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics