19:46 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-17 18:13:32, 1576 ნახვა

პოლიტიკა
ბესელია კობახიძეზე: ქართული ფილმის არ იყოს, „გინდ გაიტანეთ, გინდ შემოიტანეთ ეს თქვენი გაგორებული თავმჯდომარე“

ქართული ფილმის არ იყოს, გინდ გაიტანეთ, გინდ შემოიტანეთო ეს თქვენი გაგორებული პარლამენტის თავმჯდომარე... ივანიშვილს მოვუწოდებ თავისი ადგილი მიუჩინოს, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.

როგორც ბესელიამ განაცხადა, არასოდეს გამოჰკიდებია თანამდებობას.

„მე ვთქვი რომ ასეთ სამარცხვინო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არასდროს არ ვიქნებოდი. არ დავეთანხმე რა თქმა უნდა ვიცე -სპიკერობას. ჩემი თანამდებობაც დავტოვე იმიტომ რომ ის სია შემეჩერებინა. თანამდებობებს ვინ არის გამოკიდებული კარგად ვხედავთ. ჩემი მისამართით მაინც სირცხვილია, ნუ იყენებს ასეთ ტერმინებს. იმიტომ რომ გინდ ყოფილა ახლა პარლამენტის თავმჯდომარე და გინდ არა. ცნობილი ქართული მხატვრული ფილმის არ იყოს: გინდ გაიტანეთ და გინდ შემოიტანეთო ეს თქვენი გაგორებული პარლამენტის თავმჯდომარეო, ახლა იმ მდგომარეობაშია უკვე და მე არ მგონია რომ პერსონაჟებთან პარალელებს გავლებით კიდევ უფრო შორს უნდა წავიდე მაგრამ უბრალოდ გამახსენდა. მის პატრონს კიდევ რთხელ მოვუწოდებ, ივანიშვილს. მოკიდოს ხელი, როგორც ერთხელ ჩაჰკიდა ხელი უმრავლესობის სხდომაზე და ჩემთან მოიყვანა ბოდიშის მოსახდელად , ოღონდ მე არ მოვუშვი საერთოდ ჩემს სიახლოვეს, ხელი მოკიდოს და თავისი ადგილი მიუჩინოს სანამ პოლიტიკურ ხანძარში გაახვია ეს პარლამენტი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics