19:44 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-17 15:19:48, 1340 ნახვა

პოლიტიკა
​საქართველოსა და კვიპროსს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებები გაფორმდა

საქართველოში კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ნიკოს ანასტასიადის ვიზიტის ფარგლებში,  საქართველოსა და კვიპროსის რესპუბლიკას შორის  ჯანდაცვის და მედიცინის, ინფორმაციის გაცვლის, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სფეროებში თანამშრომლობის  მიზნით ხელშეკრულებები გაფორმდა.

შეთანხმებას და დოკუმენტებს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერეს  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლევან დავითაშვილმა, ხოლო კვიპროსის რესპუბლიკის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს კრისტოდოულიდესმა.

დავით ზალკალიანმა კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ ეს საქართველო- კვიპროსის ურთიერთობებს ახალ დონეზე გადაიყვანს: „პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ მართლაც ისტორიული ვიზიტია დამოუკიდებლობის ისტორიაში,  ეს არის პირველი ვიზიტი კვიპროსის პრეზიდენტის და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ, კვიპროსი არის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ყველა საერთაშორისო ფორუმში და ფორმატის ფარგლებში და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოესი ღონისძიებები რაც დაგეგმილია იგივე აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი, იქაც გვექნება კვიპროსის მტკიცე მხარდაჭერა“, - განაცხადა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ კვიპროსის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics