19:46 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-17 14:07:50, 1581 ნახვა

პოლიტიკა
მიქაუტაძე: არ დავეთანხმები კობახიძეს, რომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა ამოიღონ

არ დავეთანხმები პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ კანონპროექტიდან მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის საკითხის ამოღება მოხდება, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მიქაუტაძემ აღნიშნა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს ძალიან ცოტა რესურსი, იმისთვის, რომ მოსამართლეობის კანდიდატთა შესაძლებლობები შეაფასოს.

„არ დავეთანხმები პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელმაც აღნიშნა, რომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა იქნება ამოღებული. ჩვენ გვაქვს ერთადერთი მექანიზმი, გასაუბრება, რომელიც ნახევარი საათი გრძელდება და მოგვიწევს შევაფასოთ კანდიდატის კვალიფიკაცია ნახევარ საათში, რაც ვფიქრობ არარეალურია. დასაბუთებას ვერ ვიგებ, რატომ შეიძლება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურდეს ადამიანს და არ სურდეს საკვალიფიკაციო გამოცდა. თუ კანონი ძალაში შევა და გამოცდები გაუქმდება, დავემორჩილებით კანონს. ვიღებ იმ ძალინ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც გვეკისრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენის პროცესში. ზუსტად ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ, რომ გვქონდეს დამატებითი ინსტრუმენტი საკვალიფიკაციო გამოცდის სახით, რომ კანდიდატის კომპეტენცია შევაფასოთ“, - განაცხადა მიქაუტაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics