|
2019-04-16 14:52:00, 1506 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე: „ქართულ ოცნებას“ ახალი პროგრამა აქვს - „სერიალები გადაარჩენს საქართველოს“
„ქართული ოცნების“ ახალი პროგრამა - სერიალები გადაარჩენს საქართველოს“, - ამ სიტყვებით ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ სერიალები შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდეს ყველა მიმართულებით. როგორც დეპუტატმა განმარტა, სერიალების მეშვეობით, მმართველი გუნდი ცდილობს ქვეყანაში კარგი სიტუაცია წარმოადგინოს, თუმცა მისივე თქმით, საზოგადოება ხედავს, რომ ქვეყანაში რთული ეკონომიკური მდგომარეობაა შექმნილი. „უნდა გადავიღოთ სერიალები, რათა ხალხმა დაინახოს, რომ თურმე ვცხოვრობთ ძალიან კარგად, ოღონდ ხალხს ეჩვენება, რომ ცუდად ვცხოვრობთ, მოჩვენებების განსაქარვებელი სერიალებით უნდათ ხალხის გამოფხიზლება და ხალხისთვის იმის ჩვენება, თუ როგორ აყვავდა ეკონომიკა ამ 7 წლის განმავლობაში. ბატონო ნუკრი, თუ თქვენ ისტორიულ სერიალებზე ამბობთ, ვერავითარ ისტორიულ სერიალებს ვერ გადაიღებთ, ისტორიული სერიალები მოინდომეთ თქვენ, დიდგორობის გამოცხადება უქმე დღედ და სახალხო ზეიმად. ორი მოსმენით თქვენმა კომიტეტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც ერთი დიდის დაქნევით ჩაგივარდათ. თუ რატომ ჩავარდა ეს კანონი და რატომ არის ამოდებული მაგიდის ქვეშ, ამის შესახებ კორიდორში მოგახსენებთ პოლიტკორექტულობის გამო. შეეშვით ამ ისტორიულ აჩრდილებს და იფიქრეთ დღევანდელი ეკონომიკურ მდგომარეობაზე. დღევანდელი მდგომარეობა კი უკიდურესად სავალალოა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს უცხოელი აგენტის სტატუსი მოუხსნა
ვიქნებით იქ, სადაც არის საქართველოს ინტერესები - ქართული რესპუბლიკა ზახაროვას
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ზელენსკის მიერ ორდენის ჩამორთმევის გამო, სიბიჰა პოლონეთს სახელმწიფო ჯილდოს დაუბრუნებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)