|
2019-04-11 21:32:52, 1367 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლადო კახაძე წარადგინა
ჩვენთვის თქვენი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან, მთაწმინდა არის ულამაზესი დედაქალაქის გამორჩეული და ისტორიული უბანი. ამის შესახებ მთაწმინდაზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ლადო კახაძემ განაცხადა, რომელიც მმართველმა გუნდმა საზოგადოებას დღეს ოფიციალურად წარუდგინა. "დღეს ქართველ ერს სჭირდება კონსოლიდაცია და ერთსულოვნება. კონსოლიდაცია ჩვენი ეროვნული ინტერესების გარშემო. მე ღრმად მწამს, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ გახლავთ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც შეუძლია დაიცვას ქართული სახელწიფოს ინტერესები. შეუძლია დაიცვას ჩვენი ეროვნული ინტერესები და გააერთიანოს ქართული საზოგადოება ამ ინტერესების გარშემო. საქართველოს წინაშე არის ძალიან ბევრი და მტკივნეული გამოწვევა. ამ გამოწვევების დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ ერთსულოვნებით და მუხლჩაუხრელი შრომით. ჩემს მეგობრებთან ერთად რამდენიმე კვირის წინ დავაანონსეთ ახალი რეფორმა - ის ეროვნული იდეა, რომელიც აუცილებლად დაგვეხმარება, რომ დავძლიოთ საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევა და ეს არის განათლება. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ დღეს მე ვიმყოფები საზოგადოებაში, რომლისთვის განათლება არის განსაკუთრებული ფასეულობა. შარშან ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნების დროს პირველ ტურში ჩვენი მოქალაქეებისგან მივიღეთ კონკრეტული გზავნილი, რომ ჩვენი საზოგადოება ელოდება სწრაფ და ხელშესახებ შედეგებს და მე მსურს, შეგპირდეთ, რომ ჩვენ აუცილებლად უზრუნველვყოფთ სწრაფ და ხელშესახებ შედეგებს. მთაწმინდა არის გამორჩეული ადგილი ჩვენი ქვეყნისთვის და დედაქალაქისთვის. ჩვენ გამორჩეული უბნისთვის შევარჩიეთ გამორჩეული და ძალიან ღირსეული კანდიდატი - ლადო კახაძე. ლადო კახაძე არის თავის სამშობლოზე და ხალხზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი და მან ეს დაამტკიცა თავისი პროფესიული საქმიანობის დროს. ბევრისთვის ლადო არის პროფესიონალიზმის ეტალონი. ლადო კახაძემ თავისი სამოქალაქო აქტივობით დაამტკიცა, რომ ის ყოველთვის ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზეა, მიუხედავად ნებისმიერი პოლიტიკური სპეკულაციისა და პირადად ჩემთვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დასაფასებელი თვისება. მე დარწმუნებული ვარ, ლადო კახაძე აუცილებლად მოიპოვებს მთაწმინდელების ნდობას და მთაწმინდელებს ეყოლება ძალიან პრინციპული და აქტიური დეპუტატი, რომელიც ყოველთვის დაიცავს თქვენს ინტერესებს." - განაცხადა ლადო კახიძემ. NS
კობახიძე - ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს
კობახიძე - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შეასრულებს განსაკუთრებულ როლს, რომ თავი დავიცვათ სიძულვილისგან, აგრესიისგან
სიკორსკი ზელენსკიზე ორდენის ჩამორთმევაზე - ისტორიულ-ორდენების ომის გამარჯვებული შეიძლება იყოს მხოლოდ მოსკოვი
ტუსკი ზელენსკითვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევაზე - პუტინს ახარებს და შოკში აგდებს ჩვენს მოკავშირეებს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ზელენსკის მიერ ორდენის ჩამორთმევის გამო, სიბიჰა პოლონეთს სახელმწიფო ჯილდოს დაუბრუნებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)