02:02 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-15 12:53:47, 1503 ნახვა

სამართალი
სუს-ი - ახალ ზელანდიაში ტერაქტის დროს დაკავებულ პირებსა და ამოღებულ იარაღზე ინფორმაციის მისაღებად პარტნიორებთან ვთანამშრომლობთ

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახალ ზელანდიაში, მეჩეთებზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უწყება უკვე თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა მოხდეს დეტალური ინფორმაციის მიღება მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ. 

„უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდების ფოტოსურათები. მათზე დატანილი იყო სიმბოლოები და წარწერები სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულ ენაზეც. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკვე თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა მოხდეს დეტალური ინფორმაციის მიღება მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს ახალი ზელანდიის მოსახლეობას მომხდარი ტერორისტული აქტის გამო“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ახალ ზელანდიაში, მეჩეთებზე მომხდარ თავდასხმას ბოლო მონაცემებით 40 ადამიანი ემსხვეპრლა, ათობით ადამიანი კი, დაჭრილია. პოლიციამ 4 თავდამსხმელი დააკავა. მათგან ერთ-ერთმა, რომელიც საკუთარ თავს ბრენტონ ტარანტს უწოდებს, სოციალურ ქსელებში პირდაპირი ეთერი ჩაირთო და თავდასხმას გადაიღო. ვიდეო ამ დროისთვის წალილია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics