17:35 - 17 Jun, 2026
|
2019-02-13 15:04:45, 1414 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე: ID ბარათებით მიმოსვლა ხაზს უსვამს საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრულ ურთიერთობას
„ID ბარათებით მიმოსვლის შესახებ გაფორმებული შეთანხმება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობას, რაც ჩამოყალიბდა საქართველოსა და უკრაინას შორის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, აღნიშნულ საკითხზე უკრაინელ კოლეგებთან ერთად მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ID ბარათებით მიმოსვლა 2019 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება. „დარწმუნებული ვარ, ID ბარათებით გამარტივებული მიმოსვლა ხელს შეუწყობს ჩვენს ხალხებს შორის კავშირის განმტკიცებას, ბიზნეს კონტაქტების გაღრმავებას და ორივე მიმართულებით ტურისტული ნაკადის ზრდას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)