17:12 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-16 12:26:31, 478 ნახვა

საზოგადოება
წყნეთი-ახალდაბის გზის მონაკვეთი დღის ბოლოს გაიხსნება

„წყნეთი -ახალდაბის გზის  მონაკვეთი დღის ბოლოსთვის გაიხსნება“,-ამის შესახებ უსაფრთხოებისა  და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, წყნეთი-ახალდაბის გზის მონაკვეთის სრულ რეაბილიტაციას ათი დღე დასჭირდება. 

„ჩვენ  გვაქვს რამდენიმე ლოკაცია. გუშინ შტაბის სხდომაზე გადაწყდა, რომ  ყოფილიყო პასუხისმგებელი უწყებები  თითოეულ ლოკაციაზე.  ზოოპარკის ტერიტორიაზე  გაწმენდითი და დასუფთავების სამუშაოებს აწარმოებს თავდაცვის სამინისტრო, ასევე ზოოპარკის ტერიტორიაზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც საძიებო სამუშაოებს აწარმოებენ.  სვანიძის ქუჩაზე, რომელიც მეორე  მძიმე ლოკაცია იყო მიმდინარეობს სამუშაოები  ერთობლივად მერიისა და თავდაცვის სამინისტროს  ძალების მეშვეობით.    ყიფშიძის და წყნეთის ქუჩაზე ასევე მიმდინარეობს  გაწმენდითი სამუშაოები, რომელსაც აწარმოებენ  მერიისა და გარემოს დაცვის სამინისტროს  წარმომადგენლები. აქტიურად  მიმდინარეობს გზის აღდგენითი სამუშაოები  წყნეთი-ახალდაბის  გზის მონაკვეთზე და   დღის ბოლომდე  გზა იქნება აღდგენილი, თუმცა დაახლოებით 10 დღე დასჭირდება  გზის სრულ რეაბილიტაციას.  დღის ბოლოსთვის წყნეთი-ახალდაბის  მონაკვეთი იქნება გახსნილი“,-განაცხადა მინდია ჯანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფაშინიანი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაბეგვრას გეგმავს
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია „Digital Trade for Growth in the Middle Corridor : Foundations, Finance and Adoption“ გაიმართა
ევროსაბჭოს კომისარმა საქართველოს ხელისუფლებას შემზღუდავი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდა
კალასი: ევროკავშირმა შესაძლოა კვლავ წამოჭრას „ოცნებისა“ და ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების საკითხი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics