|
2026-04-21 16:55:14, 8348 ნახვა
რეგიონი
ფაშინიანი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაბეგვრას გეგმავს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა გამოაცხადა ქვეყნის ხელისუფლების განზრახვის შესახებ, დაბეგვროს სომხეთის სამოციქულო ეკლესია. „სომხეთს აქვს უნივერსალური საგადასახადო დეკლარაციის სისტემა და სასულიერო პირები არ შეიძლება იყვნენ ამ სისტემის გარეთ. ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ სომხეთის სამოციქულო ეკლესიამაც უნდა გადაიხადოს გადასახადები გარკვეული კომერციული საქმიანობის ფარგლებში და სომხეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში“, - განაცხადა მან მმართველი პარტიის საარჩევნო პლატფორმის წარდგენისას. ფაშინიანმა ასევე გაიმეორა, რომ მათი საარჩევნო პლატფორმა მოიცავს პუნქტს, რომელიც დაკავშირებულია სომხეთის სამოციქულო ეკლესიის რეფორმირებასთან, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, მოითხოვს მოქმედი კათოლიკოსის გადაყენებას და სომხური ეკლესიის ახალი მეთაურის არჩევას.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)