00:08 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-29 13:03:15, 2199 ნახვა

საზოგადოება
„თბილისი მარათონთან“ დაკავშირებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები იცვლება

„თბილისი მარათონთან“ დაკავშირებით, 30 სექტემბერს 08:00 საათიდან 14:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება:

კრწანისის მოედანზე;

გორგასლის ქუჩაზე;

კ. აფხაზის ქუჩაზე;

თავისუფლების მოედანზე;

რუსთაველის გამზირზე;

მ. ჯავახიშვილის ქუჩაზე;

გ. ტაბიძის  ხიდზე;

კ. მარჯანიშვილის ქუჩაზე;

აღმაშენებლის გამზირზე (მარჯანიშვილის მოედნიდან თამარ მეფის გამზირამდე)

ბაქოს ქუჩაზე;

მ. წინამძღვრიშვილის ქუჩაზე;

ზაარბრიუკენის მოედანზე.

აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით შეიცვლება:

ორთაჭალისგავლითბარათაშვილისქუჩისკენ მოძრავი ტრანსპორტი კრწანისის მოედანიდან კვლავ უკუმიმართულებით გაბრუნდება.

ვაკე-საბურთალოდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი მარშრუტები მელიქიშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩაზე ჩაუხვევენ (ფილარმონიასთან) და უკანვე გაბრუნდებიან.

 

ჩუღურეთის რაიონისა და ცოტნე დადიანის ქუჩიდან სადგურის მოედნისკენ ავტობუსები და მიკროავტობუსები იმოძრავებენ ივანე ჯავახიშვილისა და გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩების გავლით.

ცოტნე დადიანის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის ხეთაგუროვის ქუჩასა და ბარათაშვილის ხიდს.

აეროპორტისკენ  მოძრავი N37 ავტობუსი ავლაბარს გმირთა მოედნის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ქუჩით დაუკავშირდება.  უკუმიმართულებით გადაადგილებისას, იგი ავლაბრის შემდგომ გაივლის მტკვრის მარცხენა სანაპიროს და თამარ მეფის გამზირზე გენერალ კვინიტაძის ქუჩიდან მოხვდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!

 

 

(NS)

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics